вторник, 11 ноября 2008 г.

Bonjour Paris! ანუ გამარჯობა, პარიზო!


1. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ვირტუალურად მიემგზავრებიან პარიზში, იკვლევენ ყველაფერს პარიზის შესახებ, ეცნობიან საფრანგეთს და ფრანგულ კულტურას.
2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ვირტუალურად მიემგზავრებიან პარიზში, ათვალიერებენ ქალაქს და იკვლევენ ყველაფერს მისი დაარსებიდან დღემდე. იხილავენ მას, როგორც საფრანგეთის მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და განუმეორებელ ქალაქს.
ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად და ჯგუფების მიხედვით თვითონ ირჩევენ, რომელი ჯგუფი მოიძიებს მასალებს პარიზის არქიტექტურის, ფრანგი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების, ფრანგული კინოსა და მსახიობების შესახებ, აგრეთვე ფრანგი მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, მასალებს და ცნობებს ფრანგ მუსიკოსებზე და მომრერლებზე. იმოგზაურებენ ფრანგული მოდის სამყაროში და მოიძიებენ ცნობებს ცნობილ ფრანგ კუტურიეებსა და დიზაინერებზე. მოიკვლევენ მასალებს ფრანგული ღვინის შესახებ და განიხილავენ მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს ფრანგული ეკონომიკის განვითარებაში. მოგეხსენებათ ფრანგული სუნამო შეუდარებელია, ბავშვების რომელიმე ჯგუფი შეაგროვებს მასალებს ფრანგული პარფიუმერიის შესახებ (ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფრანგულ ფენომენში).
ბავშვების მიერ მოძიებული იქნება მასალები უდიდეს ფრანგ ფილოსოფოსებზე, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აგრეთვე შეაგროვებენ მასალებს ფრანგი მეცნიერების შესახებ, განსაკუთრებით უნდა გაამახვილონ ყურადღება ერთ-ერთ მეცნიერსა და გამომგონებელზე, რომლის სახელიც უკავშირდება კომპიუტერების შექმნის ისტორიას, კიდევ უნდა მოიძიონ ცნობები, იმ ქართველი მეცნიერის შესახებ, რომელიც მოღვაწეობდა პარიზში და დაინტერესებული იყო ამ საკითხთ(ანუ ეგმ-ის აგების საკითხით).
მოსწავლეების ერთ-ერთი ჯგუფი შეაგროვებს მასალებს ცნობილი ქართველი ადამიანების შესახებ, რომლებიც მოღვაწეობდნენ პარიზში და მიღებული აქვთ ფრანგული განათლება.
ბოლოს ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს მოგზაურობის შესახებ, რამ და ვინ მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება. გამართავენ დისკუსიას მოძიებული მასალის გარშემო. მოაწყობენ შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან.
3. მონაწილეთა ასაკი/კლასები:15,16,17/ X, XI, XII.
4. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
5. პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალების მოძიება წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან. კვლევა, დისკუსია, პრეზენტაცია
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა) მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს და შესაბამისად ქვეყანას.
ბ) მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიების, დამატებით ლიტერატურაზე და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას.
გ) ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
დ)გაკეთდება: ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ალბომი თვალსაჩინოებისთვის.
7. სარგებელი სხვებისთვის: ვფიქრობ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუცხოო ქაკლაქისა და შესაბამისად ქვეყნის წარსულისა და აწმყოს, კულტურული მემკვიდრეობის, ცხოვრების განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობების მიღება.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირში:
პროექტი კავშირშიაია შემდეგ საგნებთან:
ისტორია: (პროექტში უნდა იყოს გამოკვლეული და მოძიებული მრავალი ისტორიული მასალა.)
გეოგრაფია: (პროექტში განიხილება პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა.)
ხელოვნება: (პროექტში განიხილება პარიზის არქიტექტურა და ფრანგული კულტურა)
ქართული ენა და ლიტერატურა:(ქართველი მწერლები , რომლებიც მოღვაწეობდნენ პარიზში )
უცხო ენები: ფრანგული და ინგლისური:(პროექტის დამუშავების დროს მოსწავლეები წააწყდებიან ბევრ ტერმინოლოგიას, რომლიც უნდა ჩაინიშნონ და იცოდნენ მისი თარგმანი და მნიშვნელობა. )
ინფორმატიკა:(პროექტში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ის მეცნიერები და გამომგონებელები, რომლიების სახელებთანაცაა დაკავშირებული კომპიუტერების შექმნის ისტორია)
ეკონომიკა:(პროექტში განხილული უნდა იყოს ფრანგული ღვინო, როგორც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პროდუქტი საფრანგეთში)
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა პარიზისა და საერთოდ საფრანგეთის შესახებ. ისწავლონ წიგნზე მუშაობა და ნავიაცია ინტერნეტში. გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლო პროდუქტების სესაქმნელად.
შედეგი, რაც შეიძლება მივიღოთ არის, ის ,რომ ბავშვები გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების, დამატებითი ლიტერატურის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობას. უფრო აზრიანად და ნაყოფიერად გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
10.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა უხურგუნაშვილი - მე-8 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი. თანამონაწილე მასწავლებლები: მაია გოგავა, თამარ გიგიტაშვილი, ლია ბირკაია.
11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: 8sajaroskola@gmail.com
12. პროექტის ფორუმი: პროექტი ,,Bonjour Paris! ანუ გამარჯობა პარიზო!“
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
www. parizidasafrangeti.blogspot.com